GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში უზბეკეთი უკანონო აზარტული თამაშების რეკლამების გავრცელების რისკებზე საუბრობს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში უზბეკეთი უკანონო აზარტული თამაშების რეკლამების გავრცელების რისკებზე საუბრობს

18 ივნ, 2026

უზბეკეთის ხელისუფლების განცხადებით, არალიცენზირებული აზარტული თამაშების რეკლამები ინტერნეტში სწრაფად ვრცელდება.

სახელმწიფო უწყებებმა გააფრთხილეს საზოგადოება, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup) ფონზე გაიზარდა უკანონო ონლაინ რეკლამების რაოდენობა, რომლებიც აზარტული თამაშების სერვისების პოპულარიზაციას ეწევიან. რეგულატორების ინფორმაციით, მსგავსი რეკლამები აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ვებგვერდსა და Telegram-ის არხებზე, სადაც ცდილობენ მსოფლიო ჩემპიონატისადმი გაზრდილი ინტერესით ისარგებლონ.

შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. K ჯგუფში მისი მეტოქეები არიან პორტუგალია, კოლუმბია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

რეკლამის შესახებ კანონის 46-ე მუხლის თანახმად, ქვეყანაში აზარტული თამაშების სერვისების რეკლამირება აკრძალულია. ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებიც ასეთი რეკლამების შექმნაში, გამოქვეყნებასა თუ გავრცელებაში მონაწილეობენ, შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

ასევე აღინიშნა, რომ ანონიმური პროფილების, გამოგონილი სახელების ან უცხოური პლატფორმების გამოყენება კანონდამრღვევებს უზბეკეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

კონკურენციის კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარეობს სოციალური მედია არხების მონიტორინგი შესაძლო დარღვევების გამოსავლენად. ყველა საეჭვო შემთხვევა გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების დანაყოფებს.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ ისარგებლონ უკანონო აზარტული თამაშების რეკლამებით, არ გააზიარონ მსგავსი შინაარსი და დარღვევების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური არხების მეშვეობით მიაწოდონ შესაბამის ორგანოებს.

 

 

 

წყარო

#Uzbekistan #WorldCup2026 #FIFAWorldCup2026 #SportsBetting #OnlineBetting #GamblingRegulation #ResponsibleGambling #IllegalGambling #BettingIndustry #GamingIndustry #iGaming #OnlineGaming #AdvertisingCompliance #ConsumerProtection

სხვა სიახლეები

საბერძნეთი: მარეგულირებლის შეფასებით, 2025 წელს არალეგალურ პლატფორმებზე €1.8 მილიარდის ფსონები დაიდო

09 ივლ, 2026

საბერძნეთი: მარეგულირებლის შეფასებით, 2025 წელს არალეგალურ პლატფორმებზე €1.8 მილიარდის ფსონები დაიდო

სომხეთმა აზარტული თამაშების სექტორის რეგულაციები გაამკაცრა: უკანონო ვებგვერდები დაიბლოკება, რეკლამა კი მკაცრად შეიზღუდება

07 ივლ, 2026

სომხეთმა აზარტული თამაშების სექტორის რეგულაციები გაამკაცრა: უკანონო ვებგვერდები დაიბლოკება, რეკლამა კი მკაცრად შეიზღუდება

ბერლინი გერმანიის აზარტული თამაშების ზედამხედველობას იბარებს — რეგულაციების მასშტაბური გადახედვა იწყება

06 ივლ, 2026

ბერლინი გერმანიის აზარტული თამაშების ზედამხედველობას იბარებს — რეგულაციების მასშტაბური გადახედვა იწყება
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ