20 დეკ, 2021
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია დღეს სპორტსმენებს შეხვდა და განუმარტა, რომ საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში, სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსირებაზე. სპორტის ხელშეწყობისთვის სათამაშო ბიზნესი წლიურად 20-30 მილიონ ლარს ხარჯავდა. სპორტსმენები, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ გადაუკეტოს დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო.