12 ოქტ, 2020
2020 წლის 14 ივლისს, უკრაინის უმაღლესმა რადამ, ქვეყანაში აზარტულ ონლაინ თამაშებსა და კაზინოების ლეგალიზაციას უყარა კენჭი.ახალი კანონმდებლობით ლეგალური გახდა აზარტული თამაშები კაზინოებსა და ონლაინ კაზინოებში, ასევე საბუკმეკერო საქმიანობა, ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევისა და სხვა ქალაქების ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში. სათამაშო ავტომატების დადგმა შესაძლებელი იქნება 3-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების დარბაზებში.
უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ოფიციალურად 2009 წელს აიკრძალა, მაგრამ სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის “ჩრდილში” მაინც საქმიანობდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააკანონა აზარტული თამაშები, რაც მანამდე არალეგალურად არსებობდა.