21 ივლ, 2022
22-25 აგვისტოს სერბეთში ჩატარდება სათამაშო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია და გამოფენა, რომელსაც მსოფლიოში აიგეიმინგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მსხვილი ჰაბი SIGMA აორგანიზებს.
SiGMA კონფერენცია ცნობილია საგანმანათლებლო პანელებით, შთამაგონებელი გამოსვლებით, ინვესტირებისა და ქსელის დიდი შესაძლებლობებით, ადამიანებით, რომლებიც თვალს ადევნებენ მზარდ iGaming ეკოსისტემას და სურთ სიახლეების გაგება და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია SIGMA პარტნიორია და აქტიურად თანამშრომლობს მასთან. ბელგრადში, კონფერენციაზე სიტყვით გამოვა ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი.
აღნიშნული კონფერენცია რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ის საშუალებას აძლევს სათამაშო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებსა და ადამიანებს შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაეცნონ ახალ ტენდენციებს, მოუსმინონ დარგის საუკეთესო ექსპერტებს. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს სათამაშო ინდუსტრიის განვითარებასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას საქართველოსა და მთელს რეგიონში.