GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო გამოცდილება
  • კონტაქტი
  • EN
GGA
პრემიერის განცხადება მოულოდნელი იყო, აკრძალვა გამოსავალი არაა - ასოციაცია

პრემიერის განცხადება მოულოდნელი იყო, აკრძალვა გამოსავალი არაა - ასოციაცია

22 ნოე, 2021

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის შეფასებით, გადასახადების გაზრდა და ონლაინ-კაზინოების აკრძალვა ბიზნესს აიძულებს იატაკქვეშეთში გადავიდეს. მისი განცხადებით, პრემიერის მიერ სათამაშო სექტორთან დაკავშირებით დღეს გაჟღერებული სიახლეები მოულოდნელი იყო.

„პრემიერის დღევანდელი განცხადება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. გვაინტერესებს ამ გეგმის მოტივი, მიზეზი და მიზანი. სათამაშო ბიზნესის საქმიანობა არის გამჭვირვალე და ყველას შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია ჩვენს შესახებ. მრავალი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ აკრძალვა არ არის გამოსავალი. დიდი ალბათობით, სათამაშო ბიზნესი დიდი ნაწილი იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს. ჩვენ მზად ვართ სახელმწიფოსთან, ასევე რეგულატორთან დავიწყოთ კონსულტაციები. მზად ვართ დისკუსიებისთვისაც. სათამაშო ბიზნესი საკმაოდ დიდი კონტრიბუტორია სახელმწიფო ბიუჯეტის. ეს არის დაახლოებით ნახევარი მილიარდი წელიწადში (მოსაკრებლები, საშემოსავლო, დღგ, მოგების გადასახადი). გარდა ამისა, აღსანიშნავია ასევე, რომ ამ სექტორში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ თუნდაც მხოლოდ გადასახადის გაზრდა ბიზნესს დააზიანებს და ინვესტორებს აიძულებს ქვეყანა დატოვონ“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ გიორგი მამულაშვილმა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მთავრობა თავდაპირველად ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, ასევე რეკლამის აკრძალვასა და ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდას, მეორე ეტაპზე კი ონლაინ-კაზინოების საერთოდ აკრძალვას გეგმავს.

წყარო:https://businessformula.ge/News/5758?fbclid=IwAR3R3VfhimH98qwuPuS3o-vhYKa4u0Q4ai0qGKWgxp3USGrOk-xBnRMzH3A

სხვა სიახლეები

ყირგიზეთში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა

18 მაი, 2022

ყირგიზეთში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა

გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს სათამაშო ბიზნესი შეიძლება ძალიან დაზარალდეს - გიორგი მამულაიშვილი

06 მაი, 2022

გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს სათამაშო ბიზნესი შეიძლება ძალიან დაზარალდეს - გიორგი მამულაიშვილი

საქართველოში 100-ზე მეტი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო გამოჩნდა

05 მაი, 2022

საქართველოში 100-ზე მეტი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო გამოჩნდა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ