14 ოქტ, 2021
13-14 ოქტომბერს, უკრაინაში, კიევში ჩატარდა სათამაშო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია და გამოფენა, რომელიც SBC Gaming-ის და სპორტ მედია ჰოლდინგის თანამშრომლობის შედეგად გაიმართა.
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია LDT SBC -ის ოფიციალური პარტნიორი გახდა და ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. კონფერენციას დაესწრნენ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები. ასევე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი, რომელმაც მიმოიხილა „საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის“ მიზნები და ქვეყანაში არსებული რეგულაციები, ასევე, ისაუბრა ასოციაციის როლზე ახალი რეგულაციების განხილვა შემუშავებაში.
„ასოციაცია სრულად არის ჩართული ახალი რეგულაციების შემუშავებასა თუ განხილვაში, ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი პოლიტიკა თუ კანონპროექტი მოითხოვს სათანადო ანალიზსა და შეფასებას საზოგადოებრივი ინტერესის საუკეთესოდ დაკმაყოფილებისთვის. გადაწყვეტილების მიმღებმა უნდა უზრუნველყოს რესურსების ეფექტიანად მიმართვა ისეთი აქტივობებისკენ, რომლებიც მეტი სარგებლის მომტანი იქნება საზოგადოებისთვის, ბიზნესისა თუ ეკონომიკისთვის.