GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო გამოცდილება
  • კონტაქტი
  • EN
GGA
სათამაშო ინდუსტრიის შემოსავალი 10-15-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ოპონენტები აჟღერებენ

სათამაშო ინდუსტრიის შემოსავალი 10-15-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ოპონენტები აჟღერებენ

11 ივლ, 2018

სათამაშო ინდუსტრიის შემოსავალი 10-ჯერ-15-ჯერ ნაკლებია იმ რიცხვებზე, რასაც ჩვენი ოპონენტები აჟღერებენ, _ ამის შესახებ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში სათამაშო ბიზნესის შემოსავლებთან დაკავშირებით არაერთი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ ბერუაშვილი ამბობს, იმის გამო, რომ საქართველოს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ტექნოლოგიურად განვითარდა, სტატისტიკის წარმოება მოძველებული მეთოდოლოგიით ხდება, რაც ბიზნესის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას უშლის ხელს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ სათამაშო ბიზნესასოციაციამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან გააფორმა მემორანდუმი. მხარეები ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სათამაშო ბიზნესის შემოსავლებისა და ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ სწორი აზრის შექმნას.

„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ტექნოლოგიურად იმდენად განვითარდა, რომ მის მიმართ სტატისტიკური ციფრთა წარმოების მეთოდოლოგია ვეღარ პასუხობს მოთხოვნებს. ეს არის საქსტატსა და ჩვენს შორის თანამშრომლობსი შედეგად მიღწეული აღმოჩენა, შესაბამისად, მემორანდუმი გულისხმობს მომავალში ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებას, რის საფუძველზეც იწარმოებს მომავალში ბიზნესის მიმართ შესაბამისი სტატისტიკური ციფრების წარმოება, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

იმის გამო, რომ დღეს არსებობს ასეთი სახის პრობლემა, ხშირად ადგილი აქვს ოპონენტების მხრიდან ციფრებით არასწორად აპელირების შემთხვევებს. საუბრობენ მილიარდებზე, რაც მკვეთრად განსხვავდება რეალობისგან. ინდუსტრიის შემოსავალი 10-ჯერ-15-ჯერ ნაკლებია იმ რიცხვებზე, რასაც ჩვენი ოპონენტები აჟღერებენ. შესაბამისად, ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე შემუშავებული რიცხვები როდესაც გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი და ეს იქნება უახლოეს მომავალში, ასეთი რიცხვებით აპელირებას დაესმევა წერტილი”, _ აცხადებს ზურაბ ბერუაშვილი. 

წყარო:https://bm.ge/ka/article/quotsatamasho-industriis-shemosavali-10-15-jer-naklebia-vidre-oponentebi-ajgerebenquot/22267

 

სხვა სიახლეები

ყირგიზეთში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა

18 მაი, 2022

ყირგიზეთში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა

გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს სათამაშო ბიზნესი შეიძლება ძალიან დაზარალდეს - გიორგი მამულაიშვილი

06 მაი, 2022

გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს სათამაშო ბიზნესი შეიძლება ძალიან დაზარალდეს - გიორგი მამულაიშვილი

საქართველოში 100-ზე მეტი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო გამოჩნდა

05 მაი, 2022

საქართველოში 100-ზე მეტი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო გამოჩნდა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ