GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო გამოცდილება
  • კონტაქტი
  • EN
GGA
“18%-მდეა შემოსავლების კლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხმა თამაში შეწყვიტა"

“18%-მდეა შემოსავლების კლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხმა თამაში შეწყვიტა"

25 აპრ, 2022

სათამაშო ბიზნესს შემოსავალი 18%-ით შეუმცირდათ. ამის შესახებ BMG-ის აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მამულაიშვილმა განუცხადა. 
 

მისივე თქმით, შემცირებულია კომპანიების მიერ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში შეტანილი გადასახადების მოცულობაც, რომლის ზუსტ ოდენობასაც ასოციაცია უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.
 

“18%-მდეა შემოსავლების კლება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხმა თამაში შეწყვიტა. ნებისმიერ მომხმარებელს უცხოურ საიტებზე თავისუფლად შეუძლია რეგისტრაცია, მოკლე შეტყობინების საშუალებით ვერიფიკაციის გავლა და ფსონის დადება. ეს მივიღეთ იმ უაზრო კანონის შედეგად, რაც ჯერ პირველი იანვრიდან, ხოლო სრულად - მარტიდან ამოქმედდა. ეს კომპანიები საქართველოს იურისდიქციაში არ არიან, რადგან მათ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. ძალიან მარტივია ამ საიტებზე რეგისტრაციაც და საბანკო ბარათით გადარიცხვაც. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ის, რასაც ვპროგნოზირებდი, რომ ფული საზღვარგარეთ გაედინება და ამ თანხიდან საქართველოში გადასახადს არავინ გადაიხდის. სრული უკონტროლობაა, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია თამაში”, - ამბობს მამულაიშვილი.
 

ამასთან, ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, ფინანსთა სამინისტროში მხოლოდ იმას პასუხობენ, რომ “ზომებს მიიღებენ”, თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს.
 

“ქართული ოპერატორების ხიბლი მომხმარებლისთვის სიმარტივე იყო. კერძოდ, ქართულ ოპერატორთან მომხმარებელი მარტივად ახორციელებდა ოპერაციებს. საიტზე შესვლა; ჩარიცხვა და სხვა პროცედურები მისთვის მოხერხებული იყო, ხოლო უცხოურ ოპერატორთან, კომპანიასთან ეს დროში უფრო იწელებოდა. მაგალითად, თუ ქართულ ოპერტორთან ამ პროცედურებს ერთ წამში აკეთებ, უცხოელთან შესაძლოა 20-30 წუთი ლოდინი მოგიწიოს; როცა წვდომას უზღუდავ, მომხმარებელი მიეჩვევა 30-წუთიან ლოდინის რეჟიმს, მით უფრო მაშინ, როცა უცხოურ კომპანიებს საკმაოდ დიდი ბონუსები აქვთ. მიზეზი არის ის, რომ არალეგალური ოპერატორები გადასახადს საერთოდ არ იხდიან. ახლა ამას მომხმარებელი უცხოურ ოპერატორთან გააკეთებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თანხა საზღვარგარეთ წავა და კონტროლის მექანიზმი საერთოდ არ იქნება”, - ამბობს მამულაიშვილი. 
 

"ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები ძალაში 1 მარტიდან შევიდა, რომლის მიხედვით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით. მანამდე [1 იანვრიდან] სათამაშო ბიზნესს საგადასახადო წნეხი 70%-მდე გაეზარდა.

წყარო: https://bm.ge/ka/article/18-mdea-shemosavlebis-kleba-tumca-es-imas-ar-nishnavs-rom-xalxma-tamashi-shewyvitaquot/107398

სხვა სიახლეები

ყირგიზეთში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა

18 მაი, 2022

ყირგიზეთში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა

გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს სათამაშო ბიზნესი შეიძლება ძალიან დაზარალდეს - გიორგი მამულაიშვილი

06 მაი, 2022

გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს სათამაშო ბიზნესი შეიძლება ძალიან დაზარალდეს - გიორგი მამულაიშვილი

საქართველოში 100-ზე მეტი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო გამოჩნდა

05 მაი, 2022

საქართველოში 100-ზე მეტი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო გამოჩნდა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ