19 დეკ, 2021
ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულირების მიზნით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებებს საქართველოს პარლამენტმა მხარი 14 დეკემბერს დაუჭირა.
აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა და ფინანსთა მინისტრს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება დაავალა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გემბლინგ კომპანიებს ქართული სპორტის სასპონსორო პაკეტების გაუქმება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ძალაში შესვლის დღიდან, ქართული კლუბები, ფედერაციები, ასოციაციები და სპორტსმენები გემბლინგ ორგანიზაციებისგან თანხებს ვეღარ მიიღებენ.
აღნიშნულ საკითხზე თავისის პოზიცია აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომლის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში "სპორტი იმედზე" ვრცლად ისაუბრა.
"ქვეყანაში არსებული პოლიტიკა, როგორი იქნება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია და ის რეგულაციები, რომლებიც დღეს არსებობს. ახლა მიმდინარეობს რეგულაციების გამკაცრების პროექტი. აქამდეც არსებობდა რეგულაციები, რომლითაც მათ შორის, ჩვენს პარტნიორ Crystalbet-თან რაღაც შეზღუდვები გვქონდა ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაციები იყოს და არსებობდეს, რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორისგან თავის არიდების პრევენციაა ეს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგულაციებს ჩვენ ავუწყოთ ის მოთხოვნები, რომელიც სპორტში არის.
არის რეგულაციები, რომელსაც სპონსორშიფისა და სპორტში დარჩენის [შესაძლებლობა] მინიმუმამდე დაჰყავს. მას შემდეგ, რაც ამ რეგულაციების გამკაცრება გაჟღერდა ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული, რადგან ბევრი მაგალითია ამისა, თუნდაც წამყვან ევროპულ ქვეყნებში. არის კლვევა, რომლის მიხედვითაც, მაგალითად პრემიერ ლიგის დონეზე, ყველაზე მეტი ხელშეკრულება ბეთინგის კომპანიებთან აქვს პრემიერ ლიგას. პირველ ადგილზეა ხელშეკრულებების რაოდენობით. ფეხბურთი და პრემიერ ლიგა ყველაზე ყურებადია და გემბლინგ კომპანიებსაც აწყობთ ამ სფეროში ფული დააბანდონ ცნობადობის გაზრდისა და კონკურენციის კუთხით. შესაბამისად, ფეხბურთი და სპორტი ამით უფრო ძლიერდება.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გასათვალისიწნებელია ის რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ჩვენ სპორტული კუთხით ვსაუბრობთ, თქვენ ტელევიზია ხართ და თქვენც გათვლილი ბიუჯეტი გაქვთ, სპონსორის Crystalbet-ი გყავთ - ეს ყვეალფერი გათვლილი კი გაქვთ, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე არის ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს მოვერგოთ. შეიძლება, ამან ინვესტიციების ოდენობის და გემბლინგის მხრიდან მხარდაჭერის შემცირება ან გაუქმება გამოიწვიოს. თქვენ კომპანია რომ ხართ, შეიძლება რაღაც შეზღუდვების გამო შემოსავლები შეგიცმირდეთ, შესაბამისად შესაძლოა თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტიც შეიცვალოს, შეიძლება ნულამდე დავიდეს.
ჩვენი სურვილი იქნება, რომ რეკომენდაციები ისეთი იყოს, რომ ჩვენს პარტნიორებს სპორტში დარჩენის სურვილი და ფიზიკურად, ამის ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ამ პროცეში ჩართული, ვმუშაობდით, ჩვენი მოსაზრებაც გავაცანით, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა თუნდაც სპორტისთვის.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენ 2017 წლამდე, როდესაც ბრენდი შევქმენით და ეროვნული ლიგა შეიქმნა, ვიზრუნეთ რომ ყველა თამაში გაშუქდეს, ეს მაყურებლის მოთხოვნა იყო და საჭიროება და ამასთანავე ლიგის განვითარებისა და ფრომოუშენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამაში ჩვენ ფული დავაბანდეთ. შეიძლება 55 ქვეყნის (UEFA-ს წევრი ასოციაციების რაოდენობა) ფედერაციებიდან ერთადერთი ვართ, რომელიც რეპორტაჟების წარმოების მთლიან ხარჯებს მთლიანად ჩვენ ვფარავთ. დღეს არის ასეთი მოცემულობა, რომ არცერთ ტელევიზიას ამის ფინანსური რესური არ აქვს, შესაბამისად, ჩვენ, რადგან გულშემატკივრის მოთხოვნა იყო პრიორიტეტი ფედერაციამ ეს ჩვენ თავზე ავიღეთ. შემდეგ შევქმენით ეს ბრენდი, ლოგო და პარტნიორებისთვის საინტერესო პროდუქტი შეიქმნა. პირველად მოხდა, რომ ლიგას სახელი შეეცვალა. მეოთხე წელია პარტნიორი გვყავს Crystalbet ეროვნული ლიგა და ამ პარტნიორებისგან ინვესტიციების მოზიდვამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ ყოველ წელს ვამცირებდით სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებას და 2021 წელს მივედით იქამდე, რომ ჩვენ ის 7 მილიონი ნულამდე დავიყვანეთ და გავხდით სპორტული ორგანიზაცია, რომელიც პირიქით ბიუჯეტში იხდის ფულს.
მე არ მინდა ცუდზე ვიფიქრო და ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა შევინარჩუნოთ. ჩვენ ყველა ეტაპზე, დღემდე ვზრუნავდით, რომ ეს პარტნიორობა გაიზარდოს, მოცულობა გაიზარდოს და ქალთა ლიგის სახელის გაყიდვაზე, ასევე ფუტსალის ლიგის სახელის გაყიდვაზე გვქონდა მოლაპარაკება, არა მარტო გემბლინგ კომპანიებთან. ჩვენ არ გვყავს პარტნიორები მხოლოდ გემბლინგიდან - მაგალითად ჩვენ, პოლიტიკურად შიგნით გადავწყვიტეთ, რომ ეროვნულ ნაკრებს გემბლინგის კუთხით, რადგან სენსიტიური თემაა არ ვეხებით. ეს შეზღუდვები ეროვნული ნაკრებისთვისაც ცოტა პრობლემატურია, რადგან ნაკრებს კიდევ დამატებითი შეზღუდვები აქვს. ეროვნული ლიგა ჩვენი პროდუქტია, სახელი მივანიჭეთ და იმას [ნაკრებს] საერთაშორისო წინაღობებიც აქვს. მაგალითად, უკრაინაში, ორი გუნდი სულ ჩემპიონთა ლიგაზე ჰყავთ, სულ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ, 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონები არიან და ფინანსურად შემოსავალიც უფრო დიდი აქვთ და პარტნიორების ინტერესიც უფრო ძლიერი აქვთ. მათი ეროვნული ნაკრების სპონსორი VBET-ი გახდა. რადგან ფინანსური რესურსი სადაც აქვთ ყველაზე დიდი, ინტერესიც ყველაზე დიდი იქ აქვთ ფეხბურთის მიმართ. შესაბამისად უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ყველაზე სარფიანი წინადადება დადო VBET-თან, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები და წინაღობები მოჰყვება ამას.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგულაციებმა მოახდინონ პრევენცია იმ პრობლემებისა, რომელიც ქვეყნის წინაშე შეიძლება იდგეს... სახელმწიფო ინტერესები არის პრიორიტეტული ჩვენთვის, რა თქმა უნდა ასე უნდა იყოს. ჩვენ ვართ ერთი ორგანიზაცია, ფეხბურთი არის ერთ-ერთი სეგმენტი, საინტერესო გულშემატკივრისთვის, რომელსაც სიხარულის მოტანა შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესია სპორტი მთლიანად და რა თქმა უნდა ეს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია. რაღაც რეგულაციებს უნდა მოვარგოთ, ის რაც არსებობს და ვისურვებდით, რომ რეგულაციები იყოს ისეთი, რომ ჩვენს პარტნიორებს, არც ნაწილობრივ და არც სრულად არ მოუწიოთ გასვლა ამ სფეროდან", - განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
კანონპროექტი სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დანერგვის თაობაზე პარლამენტს 13 დეკემბერს წარუდგინეს და მეორე დღეს, დეპუტატებმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად (70%-მდე) გაზრდას, რეკლამირების (გარდა სპონსორობისა) სრულად აკრძალვას და მოთამაშეთა ასაკობრივი ქვედა ზღვრის 25 წლამდე გაზრდას.