საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს:

  • საქართველოს ბაზარზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისა და სათამაშო ბიზნესის სფეროში დასაქმებულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
  • სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული არსებული თუ სამომავლოდ ასამოქმედებელი რეგულაციების შეფასება, ანალიზი და განვითარების ხელშეწყობა;
  • სათამაშო ინდუსტრიის და ვაჭრობის ფარგლებში საქმიანობის მაღალი სტანდარტების დანერგვა;
  • სათამაშო ბიზნესის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და წარდგენა, როგორც სახელმწიფო ორგანოებისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის;
  • აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
Thumb