GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

05 მაი, 2025

აზარტული თამაშების სექტორი უკრაინაში აქტიურად ტრანსფორმირდება. მთავრობის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილების ფონზე – გაუქმდეს აზარტული თამაშებისა და ლატარიების რეგულირების კომისია (КРАИЛ) და მისი ფუნქციები ახალ რეგულატორზე გადავიდეს – პროფესიულ საზოგადოებაში ლოგიკურად გაჩნდა კითხვები: რას ნიშნავს ეს ბიზნესისთვის, ინვესტორებისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის? რა არის ამ ახალი მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

საქართველოს სათამაშო ასოციაციის (GGA) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაიშვილი, უკრაინის სათამაშო ბიზნესში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

 КРАИЛ-ის საქმიანობის შედეგები ოთხი წლის განმავლობაში

КРАИЛ შეიქმნა 2020 წელს აზარტული თამაშების ლეგალიზაციის ფარგლებში და გახდა პირველი სახელმწიფო ორგანო, რომელიც ცენტრალიზებულად არეგულირებდა ამ სფეროს. ამ წლების განმავლობაში კომისიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი დადო:

  • ლიცენზირების პროცესი და სექტორის ლეგალიზაცია. ასობით ლიცენზია გაიცა კაზინოების, ბუკმეიკერული კომპანიებისა და ონლაინ-პლატფორმებისთვის.
  • შემოსავლების ზრდა ბიუჯეტში. მხოლოდ 2023 წელს ლიცენზიებიდან და თანმდევი გადასახადებიდან ბიუჯეტში 2 მილიარდი ჰრივნა (47 960 000$) შევიდა.
  • ონლაინ მონიტორინგის სისტემის (SOG) გაშვება. პირველად უკრაინის ისტორიაში შეიქმნა ციფრული კონტროლის სისტემა.
  • ლუდომანიის წინააღმდეგ ბრძოლა. ამოქმედდა რეგისტრი იმ პირებისთვის, რომლებსაც აკრძალული აქვთ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.

 მაგრამ ამ წარმატებების მიუხედავად, КРАИЛ არაერთგვაროვანი შეფასების ობიექტი გახდა.

 ძირითადი კრიტიკა КРАИЛ-ის მიმართ

  • დაყოვნებული და გაუგებარი პროცედურები. მეწარმეები ხშირად უჩიოდნენ განაცხადების განხილვის ვადებსა და კომუნიკაციის სირთულეს.
  • შეზღუდული უფლებამოსილებები. კომისიას არ ჰქონდა საკმარისი ბერკეტები უკანონო ოპერატორების წინააღმდეგ საბრძოლველად.
  • კორუფციული რისკები. მედია და საზოგადოების ნაწილი მიუთითებდა ჩრდილოვან გარიგებებსა და გავლენის ჯგუფებზე.

შედეგი — რეგულატორისადმი ნდობის დაცემა და ბაზრის განვითარების შეფერხება.

რას მოგვცემს რეგულატორის შეცვლა?

კაბინეტის განცხადებების თანახმად, КРАИЛ-ის ფუნქციები შესაძლოა გადაეცეს ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ან საგადასახადო სამსახურის სპეციალიზებულ ქვედანაყოფს. განიხილება ასევე ახალი სააგენტოს შექმნის ან სრული ცენტრალიზაციის სცენარები.

მოსალოდნელი უპირატესობები:

  • პროცესების ციფრულიზაცია- ლიცენზირების გამარტივება პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა „Дія“.
  •  ინტეგრაცია სხვა სისტემებთან- ახალ რეგულატორს ექნება წვდომა საგადასახადო, ფინანსური მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურებთან.
  • გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება- ახალი რეგულატორი და პროცედურები უნდა იყოს ღია და ნათელი ყველა მონაწილისთვის — მეწარმეებისთვის, ინვესტორებისთვის და საზოგადოებისთვის. მაგალითად, ყველას უნდა შეეძლოს ნახოს, როგორ გაიცემა ლიცენზიები, რა კრიტერიუმებით ხდება რეგულირება და ა.შ.

რეგულატორი ვალდებულია გააგებინოს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს თავისი მოქმედებები: რატომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, რა შედეგები ჰქონდა. თუ რეგულატორის სტრუქტურა, პროცედურები და წესები კარგად არის დაგეგმილი და გამართულად მუშაობს, მაშინ ეს ხელს შეუწყობს: თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის განვითარებას; მეტ ინვესტიციას სექტორში; ბაზრის ზრდას.

  •  ინვესტორების მოზიდვა- სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კაპიტალისთვის.

შესაძლო რისკები

  • გარდამავალი პერიოდის სირთულეები - შესაძლებელია განაცხადების მიღების, ლიცენზიების გაგრძელებისა და ტექნიკური ინტეგრაციების დროებით შეჩერება.
  • იურიდიული გაურკვევლობა ჯერჯერობით გაუგებარია, ვის მიენიჭება ახალი უფლებამოსილება, როგორ განისაზღვრება წესები და რის საფუძველზე იმოქმედებენ.
  •  წესების ცვლილება - შესაძლოა გაიზარდოს საგადასახადო ტვირთი ან შეიცვალოს ბაზრის წესები, რაც სარისკოა ოპერატორებისთვის.

რას ნიშნავს ეს ბაზრის მოთამაშეებისთვის?

მიმდინარე ცვლილებები დიდ ყურადღებას მოითხოვს ოპერატორების, ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან — შეიძლება გაჩნდეს ახალი შანსები, თუმცა რისკებიც რეალურია, ამიტომ აუცილებელია:

  • მზადყოფნა ადაპტაციისთვის;
  • მიმდინარე რეფორმის მონიტორინგი;
  • კომუნიკაცია პროფესიულ ასოციაციებთან და სექტორის წარმომადგენლებთან;
  • მონაწილეობა ნორმატიული ბაზის საჯარო განხილვებში (თუ ასეთი შედგება).

დასკვნა

აზარტული თამაშების რეგულირების რეფორმა — ეს მხოლოდ საკადრო ცვლილება არ არის. ეს სისტემური გადატვირთვაა, რომელსაც შეუძლია შექმნას უფრო ცივილური, გამჭვირვალე და ეკონომიკურად მომგებიანი ბაზარი.

მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პროფესიონალურად განხორციელდება ახალი მოდელი. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელწოდების შეცვლა, არამედ ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელიც დააბალანსებს სახელმწიფოს, ბიზნესის და საზოგადოების ინტერესებს.

სხვა სიახლეები

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

21 მაი, 2025

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

25 აპრ, 2025

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

რეგულაციებისა და ზრდის გზაჯვარედინზე: როგორ იცვლება აზარტული თამაშების სექტორი ბალკანეთში

22 აპრ, 2025

რეგულაციებისა და ზრდის გზაჯვარედინზე: როგორ იცვლება აზარტული თამაშების სექტორი ბალკანეთში
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ