GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
7777 Gaming ხორვატიის ბაზარზე ფართოვდება

7777 Gaming ხორვატიის ბაზარზე ფართოვდება

07 აპრ, 2025

         7777 Gaming, წამყვანმა ონლაინ კაზინოს კონტენტპროვაიდერმა, ხორვატიაში სერტიფიცირება მიიღო თავისი ინოვაციური პორტფოლიოსთვის, რომელიც მოიცავს 40-ზე მეტ ექსკლუზიურ თამაშსა და 3 უნიკალურ ჯეკპოტ კონცეფციას. ეს სტრატეგიული ნაბიჯი აძლიერებს კომპანიის პოზიციებს ბაზარზე და საშუალებას აძლევს ხორვატ ოპერატორებს, თავიანთ პლატფორმებზე ინტეგრირება გაუწიონ მაღალმოთხოვნად და მაღალპროდუქტიულ სათამაშო პროდუქტებს.

სერტიფიცირებული თამაშების ჩამონათვალში შედის 7777 Gaming-ის ყველაზე პოპულარული ტიტულები, მათ შორის Crazy 100 Bucks, Thracian Treasures, Barbarian, Greenhats’ Megawins და Devil’s Deal Soul for Sale. ეს თამაშები გამოირჩევა დახვეწილი სათამაშო მექანიკით, საინტერესო თემატიკითა და ბონუს ფუნქციებით, რაც უნიკალურ სათამაშო გამოცდილებას სთავაზობს მოთამაშეებს.

მრავალფეროვანი თამაშების პორტფოლიოს გარდა, 7777 Gaming ხორვატი მოთამაშეებს სამ უნიკალურ ჯეკპოტ კონცეფციას სთავაზობს:

  • Juicy Cash Jackpot – ხილის თემატიკაზე დაფუძნებული ჯეკპოტი დინამიური პრიზებით;
  • Crazy Bucks Jackpot –ადრენალინით სავსე მოგებები;
  • Jackpot Temple – მისტიკური თავგადასავალი ეპიკური პრიზებით.

7777 Gaming-ის კომერციულმა დირექტორმა, ელენა შატეროვამ, განაცხადა:
           „ხორვატიაში სერტიფიცირების მიღება მნიშვნელოვანი მიღწევაა 7777 Gaming-ისთვის, რადგან ვაგრძელებთ გაფართოებას რეგულირებულ ბაზრებზე. ხორვატ მოთამაშეებსა და ოპერატორებს ახლა შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი უახლესი თამაშებითა და ინოვაციური ჯეკპოტ გადაწყვეტილებებით, რაც ახალ და საინტერესო გამოცდილებას მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მრავალფეროვანი პორტფოლიო სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას ხორვატიაში, მოუტანს მათ მღელვარებას და მომგებიან თამაშს.“

სერთიფიცირება კიდევ უფრო აძლიერებს 7777 Gaming-ის საერთაშორისო პოზიციებს და ადასტურებს კომპანიის ერთგულებას, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, საინტერესო და რეგულაციებთან შესაბამისი სათამაშო კონტენტი.

 

 

 

წყარო

სხვა სიახლეები

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

21 მაი, 2025

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

05 მაი, 2025

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

25 აპრ, 2025

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ