17 მარ, 2025
2025 წლის 25 აპრილს ასტანა არენა ლეგენდების მატჩს უმასპინძლებს, სადაც წარსულის ცნობილი ფეხბურთელები, მათ შორის მაიკონი, ხავიერ ზანეტი და კლარენს ზეედორფი, ითამაშებენ. ეს ვარსკვლავებით სავსე ღონისძიება გულშემატკივრებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება და ლეგენდების ახალი მსოფლიო ტურის დაწყებას აღნიშნავს ცენტრალურ აზიაში. კიდევ ერთი მატჩი ყაზახეთში 2025 წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.
SMH SPORTS-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქევხიშვილი, მომავალ მატჩზე აღფრთოვანებას არ მალავს: „მოხარულები ვართ, რომ ლეგენდების მატჩი ყაზახეთში ჩატარდება და გულშემატკივრებს უნიკალურ შესაძლებლობას ვთავაზობთ – პირადად იხილონ ჩვენი დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ნაწილი. მატჩი, რომელიც ყაზახეთში ფეხბურთის ეროვნულ დღეს ეძღვნება, უნდა იყოს შთაგონება ახალგაზრდა ტალანტებისთვის და კიდევ უფრო გააერთიანოს გულშემატკივარი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს მატჩი ყველასთვის დაუვიწყარ მოვლენად იქცეს.“
Legends Match-ის ჩატარება შესაძლებელი გახდა ძირითად პარტნიორებთან და სპონსორებთან თანამშრომლობით, რომლებიც იზიარებენ ფეხბურთის და საზოგადოების ფეხბურთით გატაცებას. ღონისძიების მთავარ სპონსორად 1xBet გამოცხადდა.
„მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭრრთ Legends Match-ს და ხელს ვუწყობთ სპორტული სულისკევთებისა და ფეხბურთისადმი ენთუზიაზმის გაძლიერებას ყაზახეთში“, - აღნიშნა 1xbet Kazakhstan-ის მარკეტინგის დირექტორმა, იური მატიუნმა.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ALL STARS Entertainment, სპორტული მარკეტინგის წამყვანი კომპანია, რომლის პროფესიონალური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ღონისძიების წარმატებისთვის.
Wooppay Wallet მხარს უჭერს იმ ღონისძიებებს, რომლებიც აერთიანებს ადამიანებს და შთააგონებს ახალ მიღწევებს. როგორც Legends Match-ის პარტნიორი, კომპანია ხელს უწყობს ყაზახეთში სპორტული კულტურის განვითარებას და მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გახდნენ ამ დაუვიწყარი მოვლენის ნაწილი.
ინიციატივას მხარი ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამაც დაუჭირა და სპეციალურად მატჩისთვის ყაზახეთის ლეგენდების გუნდი შეარჩია.
ეჭვიც არ გვეპარება, რომ ლეგენდების მატჩი დიდ ინტერესს გამოიწვევს და ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარ ემოციებს მოუტანს!