GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
თურქეთის ხელისუფლება შავი ბაზრის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

თურქეთის ხელისუფლება შავი ბაზრის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

10 მარ, 2025

თურქეთის ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიურად ებრძვის არალეგალურ სათამაშო პლატფორმებს. ქვეყნის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის, მეჰმედ შიმშეკის განცხადებით: „თურქეთი დიდ ბრძოლაშია არალეგალური ფსონებისა და სათამაშო საიტების წინააღმდეგ.“

ეროვნული ლატარიის ადმინისტრაციის (MPİ) მონაცემებით, 2023-2024 წლებში 233 000 ვებგვერდი დაიბლოკა. აქედან 56% დარეგისტრირდა შეერთებულ შტატებში, 17% სომხეთში და 6% ნიდერლანდებში.

MPİ-მ მიღებული ინფორმაცია გადაუგზავნა ანკარის მთავარ პროკურატურას და კიბერდანაშაულის დეპარტამენტს შემდგომი გამოძიებისთვის. ამჟამად სამართლებრივი მოქმედებები მიმდინარეობს 376,000 ვებსაიტისა და 6,700-ზე მეტი უნიკალური დომენის წინააღმდეგ.

შიმშეკმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ არალეგალური სათამაშო პლატფორმები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ისინი ამცირებენ საგადასახადო შემოსავლებს სახელმწიფო ოპერატორებისგან, როგორიცაა Milli Piyango (ეროვნული ლატარია) და IDDAA (სპორტული ფსონები).

მან აღნიშნა: „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღვკვეთოთ არარეგისტრირებული ეკონომიკური საქმიანობა და ფინანსური დანაშაული, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენს მოქალაქეებს. უკანონო ფსონების, ვირტუალური აზარტული თამაშებისა და არალიცენზირებული გათამაშებების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება.“

ამ საფრთხეებთან საბრძოლველად, ხაზინისა და ფინანსთა სამინისტრო გეგმავს გააძლიეროს ზედამხედველობა სოციალური მედიის პლატფორმებზე, რომლებიც ხელს უწყობენ არალეგალურ აზარტულ თამაშებს. ახალი ინიციატივების ფარგლებში დაგეგმილია თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვას, რაც ითვალისწინებს მკაცრი ჯარიმების დაწესებას და თავისუფლების აღკვეთის ვადის 3-დან 6 წლამდე გაზრდას.

გარდა ამისა, MPİ გეგმავს ქვეყნის მასშტაბით ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაწყებას, რომელიც მოიცავს თურქეთის ყველა პროვინციას და მოქალაქეებს გაუზიარებს ინფორმაციას არალეგალური აზარტული თამაშების ვებსაიტებთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

2006 წლიდან თურქეთში აკრძალულია აზარტული თამაშები, რომლებიც მთავრობის მიერ არ არის დამტკიცებული. თუმცა, ამ კანონის ეფექტური აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს სათამაშო საქმიანობის მკაფიო საკანონმდებლო რეგულაცია.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ინდუსტრიის ზედამხედველობა სამ სხვადასხვა ორგანიზაციას შორის არის განაწილებული: ლატარიის ეროვნული ადმინისტრაცია, თურქული სპორტ ტოტო ორგანიზაცია(Turkish Spor Toto Organization) და თურქული ჟოკეის კლუბი. ასეთი ფრაგმენტული მიდგომის გამო, საერთაშორისო ოპერატორები ხშირად მოიხსენიებენ თურქეთს, როგორც „ნაცრისფერ ბაზარს“.

2019 წელს Sisal-სა (Flutter Entertainment) და თურქული მედია კონგლომერატის Demirören Holdings (SANs AS) ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა სამთავრობო ტენდერში, რამაც მათ Milli Piyango-ს კონტრაქტის მართვის უფლება მისცა.

2014 წლიდან მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP), რომელსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობს, ინარჩუნებს მონოპოლიას აზარტულ თამაშებზე და არ გეგმავს მოქმედი კანონმდებლობის შესწორებას.

 

წყარო

სხვა სიახლეები

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

21 მაი, 2025

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

05 მაი, 2025

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

25 აპრ, 2025

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ