GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ლიეტუვა აზარტული თამაშების სფეროში ცენტრალიზებულ კონტროლს აწესებს

ლიეტუვა აზარტული თამაშების სფეროში ცენტრალიზებულ კონტროლს აწესებს

20 ნოე, 2024

ლიეტუვა პრობლემური აზარტული თამაშების კონტროლის გასამკაცრებლად და “უპასუხისმგებლო ქცევის” აღსაკვეთად აზარტული თამაშების კანონზე მუშაობას აგრძელებს.

8 ნოემბერს, ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა „ახალი დებულებები“, რომლებიც აზარტული თამაშების კანონს დაემატება. მინისტრებმა ასევე დააკანონეს „ერთიანი სათამაშო ასაკის“ შემოღება, რომელიც 2025 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში.
ლიეტუვაში აზარტული თამაშების მომხმარებელთა მინიმალური ასაკი იანვარში მთავრობის გადაწყვეტილებით 18-დან 21 წლამდე გაიზარდა, ხოლო შესაბამისი ცვლილებების დამტკიცება სეიმის პრეროგატივა იყო. აქამდე 21+ ასაკობრივი ზღვარი მხოლოდ კაზინოებისთვის მოქმედებდა.

2025 წლის 1 ივლისიდან, 21-წლიანი ასაკობრივი ზღვარი გავრცელდება ყველა სახის აზარტულ თამაშზე (მიწის და ონლაინ) „ცენტრალიზებული კონტროლის“ ფარგლებში, გარდა ლიეტუვის ეროვნული ლატარიისა.

ახალი „ცენტრალიზებული კონტროლის“ წესები ლიეტუვის სათამაშო დაწესებულებებს ავალდებულებს, დაიქირაონ კვალიფიციური კადრები, რომლებიც უპასუხისმგებლო აზარტული ქცევის გამოვლენის შემთხვევაში საჭირო ქმედებებს განახორციელებენ.
თანამშრომლები გაივლიან LPT-ის ტრენინგებს და მიიღებენ უფლებას, რომ ჩაერიონ მომხმარებლის აზარტულ თამაშებში ან დროებით, 48 საათით, შეაჩერონ თამაში.
ლიეტუვის აზარტული თამაშების კონტროლის ორგანო დამატებით გააკონტროლებს ონლაინ სათამაშო სივრცეს, რათა გააძლიეროს მონიტორინგი და შეზღუდოს წვდომა არალეგალურ ონლაინ სათამაშო პლატფორმებზე.

სათამაშო დაწესებულებებსა და ონლაინ პლატფორმებს მოეთხოვებათ შეინარჩუნონ სისტემა, რომელიც აღრიცხავს ყველა ინფორმაციას მოთამაშეებისა და მათი ტრანზაქციების შესახებ. მათ ასევე დაევალებათ, უზრუნველყონ, რომ აზარტული თამაშების ორგანოს ნებისმიერ დროს ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა მონაცემების გადასახედად.

ფინანსური სერვისების პროვაიდერებს მოეთხოვებათ დაბლოკონ არალიცენზირებულ სათამაშო საიტებთან დაკავშირებული ტრანზაქციები, რაც კიდევ უფრო შეამცირებს წვდომას ოფშორულ არხებზე.

ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ კომბინირებული ზომები შექმნის უფრო უსაფრთხო სათამაშო გარემოს, შეამცირებს დამოკიდებულებას აზარტულ თამაშებზე და ლიცენზირებულ ოპერატორებს დაუწესებს სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტებს.

2025 წელს ახალი ცენტრალური კონტროლი ასევე გავრცელდება აზარტული თამაშების ახალ საგადასახადო რეჟიმზე, რაც სლოტების, კაზინოს თამაშების, ბინგოსა და ონლაინ აზარტული თამაშებისთვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთს 22%-მდე გაზრდის.

წყარო
 

სხვა სიახლეები

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

21 მაი, 2025

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

05 მაი, 2025

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

25 აპრ, 2025

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ