GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ყაზახეთი კონტროლს აძლიერებს: არალეგალური ონლაინ-კაზინოების 1820 საიტი დაბლოკილია

ყაზახეთი კონტროლს აძლიერებს: არალეგალური ონლაინ-კაზინოების 1820 საიტი დაბლოკილია

15 ნოე, 2024

ყაზახეთის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, რომ ყაზახეთის აზარტული ბიზნესისა და ლატარიების რეგულირების კომიტეტმა აკრძალულთა სიას დაამატა 1820 ინტერნეტ-რესურსი, რადგან ისინი არალიცენზირებულ ონლაინ კაზინოებად იქნა გამოვლენილი.

“ყაზახეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული აზარტული თამაშებისა და ლატარიების რეგულირების კომიტეტმა განაახლა არალიცენზირებული ინტერნეტ-რესურსების სია, რომელშიც შევიდა ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებული 1820 უნიკალური მისამართი, რაც აკრძალულია ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით.” — აღნიშნულია განცხადებაში.

სიაში მოხვდნენ ისეთი ცნობილი პლატფორმები, როგორიცაა Vavada, Sultan Games, Pin Up და სხვა, რომლებიც არღვევენ წესებს ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ყველა აღნიშნული რესურსი გადაეცა Cybernadzor სისტემას სამართლებრივი შეფასებისა და შემდგომი დაბლოკვისთვის.

კომიტეტი, რომელიც შეიქმნა 2024 წლის 4 სექტემბერს, აკონტროლებს და ზედამხედველობას უწევს აზარტული ბიზნესის სფეროში კანონმდებლობის დაცვას  და ასევე მუშაობს არალეგალური რესურსების გამოვლენაზე.

 

წყარო

სხვა სიახლეები

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

21 მაი, 2025

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

05 მაი, 2025

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

25 აპრ, 2025

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ