GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც სრულად კრძალავს POGO-ს (Philippine Offshore Gaming Operators) საქმიანობას ფილიპინებში

პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც სრულად კრძალავს POGO-ს (Philippine Offshore Gaming Operators) საქმიანობას ფილიპინებში

14 ნოე, 2024

პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სრულად კრძალავს ოფშორული აზარტული თამაშების ოპერატორების (POGO) საქმიანობას ფილიპინებში. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან ჯერ კიდევ ივლისში, ერის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

ფილიპინების მიერ მიღებული ახალი ზომები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ პერიოდში, როცა აზიის სათამაშო სექტორი კრიტიკულ ეტაპზეა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, ქვეყანაში სამართლებრივი წესრიგის აღდგენასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამყარებას.

მიღებული კანონი უზრუნველყოფს, რომ აკრძალვით დაზარალებული ფილიპინელი მუშები უმუშევრად არ დარჩებიან. მთავრობა მათ ახალი დასაქმების შესაძლებლობებს შესთავაზებს.

CasinoBeats-თან ბოლო ინტერვიუში KMI ჯგუფის დირექტორმა, კიტ მაკდონელმა, განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მზადება ამ კანონპროექტის ფორმალიზებისთვის.

"ეტაპობრივი მიდგომა გრძელდება. ამჟამინდელ POGO ლიცენზიის მფლობელებს რეგულარულად სთხოვენ, აცნობონ, რა ნაბიჯებს დგამენ დეკემბრამდე საქმიანობის დასახურად. ამავდროულად, ზოგიერთი ოპერატორი უკვე ანაწილებს თავის გუნდს და გადააქვს გარკვეული ფუნქციები სხვა ლოკაციებზე ბიზნესის რისკის შესამცირებლად. ზოგი იმედოვნებს, რომ ფილიპინებში შეძლებენ თავიანთი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სამუშაო ძალის დიდი ნაწილის შენარჩუნებას, ან სპეციალური BPO აკრედიტაციის მიღებით, ან აუთსორსინგის კომპანიებთან პარტნიორობით, რომელსაც ეს აკრედიტაცია უკვე აქვს,“ - აღნიშნა მაკდონელმა.

მისი პროგნოზით, აზარტული თამაშების ოპერატორებს ფილიპინებში მაინც ექნებათ გარკვეული მომავალი.

”ფილიპინები ათწლეულების განმავლობაში იყო გამორჩეული ადგილი ჩვენი ინდუსტრიის მრავალი ბიზნესისთვის. ინტერნეტ თამაშების ზოგიერთი ლიცენზიანტის უკანონო საქმიანობასთან საბრძოლველად ახალი ზომების შემოღებით, იმედოვნებდნენ, რომ რეგულირებადი ბიზნესი წარმატებით გააგრძელებდა საქმიანობას ათასობით გამოცდილი ადგილობრივი ფილიპინელის დასაქმებით“, - თქვა KMI ჯგუფის დირექტორმა.

მენმა გამოყო ბიუჯეტი, რათა მიიღოს ფილიპინებზე POGO-ების აკრძალვის შედეგად გადმოსული ოპერატორები, რაც შეიძლება გახდეს სტრატეგიული შესაძლებლობა რეგიონისთვის.

Isle of Man Today-ის ინფორმაციით, Digital IoM-ის წარმომადგენელმა განაცხადა: „კუნძულის ციფრულ სექტორში მოქმედ ბიზნესებთან საუბრის შემდეგ, გაირკვა, რომ ფილიპინებში ბოლო მარეგულირებელი ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფშორული თამაშების ოპერატორებზე, შეიძლება წარმოადგენდეს სტრატეგიულ შესაძლებლობას Isle of Man-ისთვის.”

ფილიპინების მარეგულირებლის მიერ დაწესებული აბსოლუტური აკრძალვა სექტორში დისბალანსს ქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგიტიმური და მაღალი ეფექტურობის მქონე ბიზნესებმა, რომლებიც იქ მუშაობენ, უნდა ეძებონ ალტერნატიული მარეგულირებელი ბაზრები. ამიტომ, მენის კუნძული, რომელიც ცნობილია ამ სფეროში ძლიერი მარეგულირებელი სტანდარტებით, შეიძლება კარგი არჩევანი იყოს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მზად არიან დააკმაყოფილონ ეს მაღალი მოთხოვნები.

 

წყარო

სხვა სიახლეები

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

21 მაი, 2025

აფრიკა თამაშობს. კონტინენტი აზარტული თამაშების რევოლუციის ზღვარზე

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

05 მაი, 2025

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

25 აპრ, 2025

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ