GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ევროპის სათამაშო ბიზნესის შემოსავლები 2020 წელს 23% -ით შემცირდა თუმცა ონლაინ სათამაშო ბიზნესი ინარჩუნებს ზრდის ტემპს.

ევროპის სათამაშო ბიზნესის შემოსავლები 2020 წელს 23% -ით შემცირდა თუმცა ონლაინ სათამაშო ბიზნესი ინარჩუნებს ზრდის ტემპს.

22 დეკ, 2020

კორონა ვირუსმა (COVID 19) ევროპის სათამაშო ბაზარზეც იქონია გავლენა. მაშინ, როდესაც 2019 წელს ევროპაში სათამაშო ბიზნესის შემოსავალი 98,6 მილიარდი ევრო იყო, 2020 წელს ეს ციფრი 75,9 მილიარდ ევრომდე, 23%-ით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სათამაშო ბიზნესის შემოსავლები შემცირდა, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ონლაინ სათამაშო ბიზნესის სფეროში.  თუმცა, ეს მაინც ვერ ანაზღაურებს იმ დანაკლისს, რომელიც კორონა ვირუსმა (COVID-19) მიაყენა აღნიშნულ სფეროს.

თუ გადავხედავთ წინა წლების მონაცემებს, ევროპის ონლაინ სათამაშო ბაზარი სტაბილურად იზრდებოდა. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება  და ონლაინ სათამაშო ბაზრის შემოსავალი წლიურად 7 %-ით გაიზრდება,  2025 წელს ის უკვე მთლიანი სათამაშო ბაზრის  33.6% დაიკავებს.

კიდევ ერთი შესამჩნევი ტენდენცია, არის მობილური მოწყობილობებიდან გაკეთებული ფსონების ზრდა, მობილური მოწყობილობებიდან გაკეთებული ფსონების რაოდენობამ 2020 წელს სათამაშო შემოსავლების 45,6 % დაიკავა, თუ მსგავსი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება 2022 წლისთვის მისი წილი 50,8% ხოლო 2025 წლისთვის 58,2% იქნება.

ევროპის სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აქვეყნებს ევროპის სათამაშო ბაზრის  მონაცემებს  – ინფორმაციას მომხმარებლების, საბაზრო ღირებულების, თამაშების, ინვესტიციების და ლიცენზიების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ევროპის სათამაშო ასოციაციამ  გამოითხოვა  მისი წევრი კომპანიებიდან: bet365, Betsson Group, Entain, Kindred Group, and William Hill.

მომხმარებლები:

სულ 16 მილიონი ონლაინ მომხმარებელი.

მომხმარებლის მოგების / დაბრუნების საშუალო მაჩვენებელი 3%.

უსაფრთხო თამაშები:

მომხმარებელთა 63% -მა გამოიყენა მინიმუმ ერთი უსაფრთხო სათამაშო ინსტრუმენტი, რაც წინა წლის მომხმარებელთა 37% -ით მეტია.

უსაფრთხო სათამაშო თამაშების პოპულარიზაციის მიზნით, ჩაატარბულ იქნა 1.2 მილიონი პირდაპირი ინტერვენცია მომხმარებლებში, რაც წინა წელთან შედარებით 50% -ით მეტია.

ეკონომიკური გავლენა:

ონლაინ სათამაშო ბიზნესის მთლიანი შემოსავალი € 5,6 მილიარდი

340 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა ევროპულ სპორტში, რაც 56% -ით მეტია წინა წელთან შედარებით.

რეგულაციები/ლიცენზიები:

სულ 145 ონლაინ სათამაშო ლიცენზია ევროპის 17 ქვეყანაში.

დაიხურა 1.8 მილიონი მომხმარებლის ანგარიში.

”ჩვენ ვაფასებთ ჩვენი წევრების მცდელობებს რომ სათამაშო ბიზნესი გახდეს უფრო მეტად  უსაფრთხო და ევროპულ სპორტში განხორციელდეს  მნიშვნელოვანი ინვესტიციები. მრავალი სხვა სექტორის მსგავსად, ევროპის სათამაშო სექტორმაც მიიღო დარტყმა COVID-19– ისგან წელს, მაგრამ ინტერნეტის ზრდის ტენდენცია კვლავ ძლიერია. ასევე არსებობს სხვა უამრავი სივრცე აღიშნულის სფეროს ზრდისთვის  ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი, სადაც სათამაშო ბიზნესის მთლიანი ბაზრის ონლაინ შეღწევა კვლავ დაბალია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ” – აღნიშნავს Maarten Haijer ევროპის სათამაშო ბიზნესის ასოციაციაციის გენერალური მდივანი.

წყარო:http://www.egba.eu/news-post/europes-gambling-revenues-to-drop-23-in-2020-but-online-maintains-growth-new-data/

 

სხვა სიახლეები

აზარტული თამაშები და AI: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშს

07 ოქტ, 2024

აზარტული თამაშები და AI: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშს

ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა უკანონო აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად სტრატეგია წარადგინა

03 ოქტ, 2024

ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა უკანონო აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად სტრატეგია წარადგინა

გიორგი მამულაიშვილი: ორი წლის თავზე ოპერატორებმა მოახდინეს ადაპტაცია ახალ რეგულაციებთან და პირველი რვა თვის განმავლობაში დააფიქსირეს მაღალი ზრდის ტენტენცია.

23 სექ, 2024

გიორგი მამულაიშვილი: ორი წლის თავზე ოპერატორებმა მოახდინეს ადაპტაცია ახალ რეგულაციებთან და პირველი რვა თვის განმავლობაში დააფიქსირეს მაღალი ზრდის ტენტენცია.
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ