GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო გამოცდილება
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე

ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე

02 დეკ, 2021

22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ გადასახადების გაზრდას, რეკლამების აკრძალვასა და მოთამაშეთა ასაკის აწევას, შემდეგ კი მათ საერთოდ აკრძალვას გეგმავდა. 

აქედან ერთი კვირის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ტექსტი, რომ მისი გადაწყვეტილებით ონლაინ კაზინოებს შემდეგი რეგულაციები დაუწესდებოდათ: ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით, ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით; აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.

დღეს, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA), რომელიც საქართველოში ლიცენზირებული ონლაინ სათამაშო ბიზნესის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს,  პრესკონფერენცია გამართა. მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა სექტორის პოზიცია დააფიქსირა.

“დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი,” - განაცხადა მამულაიშვილმა.

წყარო: https://popsport.com/article/40308-onlain-satamasho-biznesis-pozitsia-mosalodnel-regulatsiebze?fbclid=IwAR13n_m6Qo_-Y0bSmsLfD2LIA__bPPFt6HBtZqUNqCye6HrwjS34tQpvjV8

სხვა სიახლეები

რა პრობლემებს იწვევს თამაშზე დამოკიდებულ პირთა არასწორი სტატისტიკით მანიპულირება

15 ივნ, 2022

რა პრობლემებს იწვევს თამაშზე დამოკიდებულ პირთა არასწორი სტატისტიკით მანიპულირება

სათამაშო ბიზნესის სექტორის ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები რეგულაციების შემდეგ შემცირდა

13 ივნ, 2022

სათამაშო ბიზნესის სექტორის  ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები რეგულაციების შემდეგ შემცირდა

საბერძნეთის გზა აზარტული თამაშების ღია ბაზრისკენ

25 მაი, 2022

საბერძნეთის გზა აზარტული თამაშების ღია ბაზრისკენ
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ