21 ივნ, 2021
17-18 ივნისს ქალაქ ბორჯომში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის აღმასრულებელი წევრი გიორგი მამულაიშვილი.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ დარგობრივი ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები და ბიზნესის წარმომადგენლები. შეხვედრას საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, მონაწილეებმა განიხილეს სტატისტიკურ მონაცემებთან არსებული საჭიროებები.
გარდა ამისა, ორდღიანი სამუშაო შეხვედრის, მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, სერვისებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ თავისებურებებსა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხები; იმსჯელეს სხვადასხვა სტატისტიკური ინდიკატორებისა და მონაცემების საჭიროებებზე.