GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ბიზნესომბუდსმენი სათამაშო ბიზნესის რეგულირების შესაძლო უარყოფით შედეგებზე საუბრობს

ბიზნესომბუდსმენი სათამაშო ბიზნესის რეგულირების შესაძლო უარყოფით შედეგებზე საუბრობს

17 სექ, 2018

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ 25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშების აკრძალვამ შესაძლოა, მოსახლეობის ეს სეგმენტი სახლმწიფოს კონტროლის არეალს ჩამოაშოროს. აღნიშნულ რეგულაციას სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს.

„აღნიშნულ დრაფტში, რომელიც წარმოდგენილია, ასაკი განსაზღვრულია 25 წლით. საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ამ სფეროში არსებობს, სხვა რამეზე მეტყველებს და ის იწყება, 18 ან 21 წლიდან და ბარიერის ხელოვნურმა აწევამ შეიძლება, უბრალოდ ამ ზღვარში არსებული ადამიანების ჩრდილში გადაყვანა გამოიწვიოს“, – განაცხადა ლექვინაძემ და იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო განხილვებში კერძო სექტორი ჩართული იქნება.

„ასევე მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის დოკუმენტის მომზადება, რომ დავინახოთ, ამ რეგულაციებმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბიზნესზე, ან სოციალურ გარემოზე“, – აღნიშნა მან.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ჯგუფს კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია, ამიტომ უცნობია, საბოლოოდ, როდის და რა სახით გადაეგზავნება ახალი რეგულაციები პარლამენტს დასამტკიცებლად.

წყარო: https://www.bm.ge/ka/article/biznesombudsmeni-satamasho-biznesis-regulirebis-shesadzlo-uaryofit-shedegebze-saubrobs/24629

სხვა სიახლეები

GGA და G3 Magazine პარტნიორები გახდნენ

13 ივნ, 2025

GGA და G3 Magazine პარტნიორები გახდნენ

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

09 ივნ, 2025

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

03 ივნ, 2025

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ