GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ყაზახეთში  400 000 თამაშდამოკიდებულია ? -  გიორგი მამულაიშვილის კომენტარი

ყაზახეთში 400 000 თამაშდამოკიდებულია ? - გიორგი მამულაიშვილის კომენტარი

29 მარ, 2024

უახლესი ამბების თანახმად , ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობას დაავალა დაამტკიცოს აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი გეგმა. ეს ინსტრუქცია სახელმწიფოს მეთაურმა ეროვნული ყურულთაის სხდომაზე გამოაცხადა.

ეროვნული ყურულთაი, შეიქმნა 2022 წელს პრეზიდენტის ინიციატივით, როგორც საკონსულტაციო ორგანო. ეს არის ინტელექტუალების, ბიზნესის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტების, სასულიერო პირებისა და ექსპერტების საზოგადოება.

პრეზიდენტის თქმით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ საბრძოლველად მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც კანონმდებლობით შეზღუდავს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას. მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის შედეგადაც  აზარტული თამაშებიდან თვითგამორიცხვა უკვე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. 

ტოკაევი აცხადებს, რომ დაახლოებით 400 ათასი მოქალაქე ტოტალიზატორისა და კაზინოების რეგულარული მომხმარებელია, მათ შორის ბევრი არასრულწლოვანია.

„თამაშდამოკიდებულებას მოაქვს უამრავი უბედურება, ანგრევს ათასობით ოჯახს, ბევრს უბიძგებს დანაშაულისკენ. ყოველდღე მოდის ახალი ამბები იმის შესახებ, თუ როგორ იკლავენ ადამიანები აზარტული თამაშების გამო თავს. ეს დამოკიდებულება უზარმაზარ ზიანს აყენებს ახალგაზრდა თაობას, ონლაინ აზარტული თამაშები ბავშვებისთვის ყოველდღიურ დასასვენებლად იქცა“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

სხვა ამბების მიხედვით , ყაზახეთში აზარტულ თამაშებზე დიდი მოთხოვნაა და, შესაბამისად, იზრდება სექტორიდან მიღებული შემოსავლები.  SiGMA News-მა სიტუაციის გასარკვევად კომენტარი საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელს, დამოუკიდებელ ექსპერტს, გიორგი მამულაიშვილს სთხოვა . 

„სამწუხაროდ, ზოგიერთმა თანამდებობის პირმა, ამომრჩეველთან რეიტინგის გაზრდის მიზნით, არაერთხელ გააკეთა არასწორი განცხადება შეიყვანა შეცდომაში საზოგადოება, მთავრობა და გააკეთა პოპულისტური განცხადებები.

  • პირველი და რაც მთავარია: დიდი შეცდომაა იმის თქმა, რომ 400 000 ათასი ახალგაზრდაა დამოკიდებული ონლაინ აზარტულ თამაშებზე. ჩნდება კითხვა, საიდან მოდის ეს სტატისტიკა? კონკრეტული ბაზრის კვლევა ჯერ არ გამოქვეყნებულა. 2022 წელს ყაზახეთში ჩატარებული კვლევა არ ადასტურებს არასრულწლოვანთა აზარტული თამაშების ფაქტს. ვიცი, რომ იმ კითხვარში იყო ზოგადი შეკითხვა კომპიუტერულ თამაშებზე და არა აზარტულ თამაშებზე.
  • მეორე: თუ მართლაც ყაზახეთში მომუშავე ოპერატორები იღებენ ფსონებს არასრულწლოვანთაგან, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ეს უკვე კანონმდებლობისა და აზარტული თამაშების მონიტორინგის სისტემის პრობლემაა. თუ ოფიციალური პირები გულისხმობენ არალეგალურ საიტებს, რომლებიც ოპერირებს ყაზახეთის ტერიტორიაზე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სტატისტიკა არ არის სწორი.
  • და ბოლოს, გასათვალისწინებელია, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დადასტურების ფაქტი არის შრომატევადი პროცესი, რომელიც მოითხოვს ფრთხილ ფსიქოლოგიურ კვლევას. ამის გარეშე არ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს მოთამაშე აზარტული თამაშებზე დამოკიდებულია.

მოსახლეობის სტიგმატიზაცია სახელმწიფო მოხელეთა კიდევ ერთი შეცდომაა. კატეგორია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დახმარება, მალავს თავის დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან უარყოფის შიშით. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ აზარტული თამაშების პრობლემა, პირიქით, სჭირდებათ საზოგადოებაში ინტეგრაცია შემდგომი რეაბილიტაციისთვის“.

იურიდიული ოპერატორები - პასუხისმგებლიანი აზარტული თამაშები

„ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ ონლაინ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ოფლაინში. ინდუსტრიას აქვს მრავალი ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის ქცევას. და ასეთი ინსტრუმენტების დანერგვა ლეგალური ოპერატორებისგან, რომლებსაც აკონტროლებენ სამთავრობო უწყებები, ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე არალეგალურ ოპერატორებთან ბრძოლა, ეს ქარის წისქვილებთან ბროლას ემსგავსება.

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც აკრძალვებიდან გამომდინარეობს, არის არალეგალური ბაზრის პროპორციული განვითარება. ჩვენ ვიცით, რომ ყაზახეთში მხოლოდ სპორტული ფსონებია დაშვებული და არალეგალური ოპერატორები და სხვა კრიმინალური ელემენტები იწყებენ აზარტული თამაშების ბაზრით დაინტერესებას. პირიქით, ადგილობრივი ლეგალური ოპერატორების განვითარება შესაძლებელს ხდის მიწისქვეშა ოპერატორები შეიზღუდონ და ვეღარ განვითარდნენ. 

აკრძალვა არ არის მომგებიანი და ეს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს“, - ამბობს გიორგი მამულაიშვილი - საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი.

წყარო

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ