01 მარ, 2023
აზარტული თამაშები ათასობით წელია არსებობს და მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული. ყოველ წელს ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედი დებს ფსონს. მხოლოდ ამერიკაში სამოცი მილიარდი დოლარი გამომუშავდება კაზინოებში და კიდევ ჩვიდმეტი მილიარდი - სახელმწიფო ლატარიებიდან. ლეგალური აზარტული თამაშები
აზარტული თამაშები აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას. მხოლოდ დაახლოებით 20 წლის წინ მხოლოდ ორ სახელმწიფოს ჰქონდა ლეგალური აზარტული თამაშები; ახლა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაშია ლეგალური. იმ ადგილებში, სადაც კაზინოა განთავსებული, ადგილობრივი სკოლები უმჯობესდება, ასევე საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები სარგებლობს ლეგალური აზარტული თამაშებით.
აზარტული თამაშები ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს. მხოლოდ შეერთებულ შტატებში კაზინოებმა 350 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. ლეგალური ბიზნესი ეხმარება როგორც ოჯახებს, ასევე მთავრობას. მაგალითად, ამერიკაში 1500-ზე მეტი კაზინოა, რომელიც ბევრ ადამიანს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას.
მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ კაზინოებზე მოთხოვნა თითქმის ყოველწლიურად იზრდება, თუმცა პანდემია გემბლინგისთვის ნამდვილი კატალიზატორი აღმოჩნდა, რომელმაც აზარტულ თამაშებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
2021 წელს ონლაინ გემბლინგის საერთო ბრუნვამ მსოფლიოს მასშტაბით 102 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ონლაინ კაზინოები ფიზიკურ სამორინეებს წარმატებით ანაცვლებენ.
ლეგალური აზარტული თამაშები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყანაზე, რადგან ის აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას. აზარტული თამაშები ძალიან დიდი კონტრიბუტორია ქვეყნების ბიუჯეტში. რაც საზოგადოების დასახმარებლად შეიძლება გამოიყენოს თითოეულმა სახელმწიფომ.
რაც შეეხება შემოსავლებს, გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, რომელმაც ერთ წელში 12.5 მილიარდი დოლარის შემოსავლის გენერირება შეძლო. 10.9 მილიარდი დოლარით მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს; მესამე ადგილზე კი ავსტრალიაა, რომელმაც ერთ წელში ონლაინ გემბლინგით 6.5 მილიარდი დოლარი მიიღო.
გთავაზობთ გლობალურ რეიტინგს ონლაინ გემბლინგით მიღებული შემოსავლების მიხედვით:
1. დიდი ბრიტანეთი - $12.5 მლრდ
2. აშშ - $10.9 მლრდ
3. ავსტრალია - $6.5 მლრდ
4. იტალია - $4.5 მლრდ
5. საფრანგეთი - $3.8 მლრდ
6. გერმანია - $3.6 მლრდ
7. კანადა - $2.5 მლრდ
8. შვედეთი - $2.1 მლრდ
9. ესპანეთი - $1.6 მლრდ
10. საბერძნეთი - $1.3 მლრდ