Thumb

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს,  რომელიც აერთიანებს სათამაშო ბიზნესით დაკავებულ იურიდიულ პირებს და იცავს წევრი კომპანიების ლეგიტიმურ  ბიზნესინტერესებს.

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია დაფუძნებულია ასოციაციის დამფუძნებელი წევრების მიერ და საქმიანობს წესდების საფუძველზე:

  • შეიმუშავებს სამოქმედო გეგმებსა და პროგრამებს ასოციაციის  მიზნების განსახორციელებლად;
  • ურთიერთობს სახელმწიფო ორგანოებთან, არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • იკვლევს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას სათამაშო ბიზნესის რეგულირების სფეროში;
  • ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით წინადადებებს;
  • დანიშნულებისამებრ წარადგენს დასკვნებს ინიცირებული კანონპროექტების შესახებ.

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს და რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი. ამასთანავე, მიღებული აქვს ნებართვა “ლიცენზიების და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით, არის სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი და საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად.

წესდებით დადგენილია ასოციაციის  წევრობის ორი სტატუსი _ მმართველი წევრი და  ასოცირებული წევრი.

ასოციაციის მმართველობით ორგანოს წარმოადგენს გამგეობა.