• Flag
Logo Logo
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ასოციაციის შესახებ
    • ჩვენი მიზნები
    • ასოციაციის წევრები
    • მმართველობითი ორგანო
  • პროექტები
  • სიახლეები
  • მედია
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • სიახლეები
Thumb
16/10/2019

სათამაშო ბიზნესოპერატორებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული მიდგომები გააცნეს

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის 15-16 ოქტომბერს თბილისში კონფერენცია გაიმართა, სადაც კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.

ტრენინგს პროექტის ფარგლებში ელენ ოლტი (კუნძული მენი) და ფრედერიკ კოტალორდა (მონაკო) უძღვებოდნენ. მათ დარგში დასაქმებულ კომპანიებსა და სათამაშო ბიზნესის რეგულატორებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული მოთხოვნები და მათი გამოყენების გზები გააცნეს.  ყურადღება გაამახვილეს რისკების შეფასების ტიპებსა და ტექნოლოგიებზე, კლიენტის სათანადოდ შემოწმების პრაქტიკულ ხერხებსა და საეჭვო აქტივობებზე.

კონფერენციამ 2 დღეს გასტანა და როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, საკმაოდ საინტერესო და  ინფორმაციული აღმოჩნდა. მათი თქმით, საერთაშორისო გამოცდილება ყოველთვის საყურადღებოა.

მიბმული ფაილები

  • PGG-Georgia-Gambling-.pdf
წინა სტატია
შემდეგი სტატია

გალერეა

  • thumb
  • thumb
  • thumb
  • thumb
  • thumb
  • thumb

ჩვენ შესახებ

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს,  რომელიც აერთიანებს სათამაშო ბიზნესით დაკავებულ იურიდიულ პირებს და იცავს წევრი კომპანიების ლეგიტიმურ  ბიზნესინტერესებს. საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია დაფუძნებულია ასოციაციის დამფუძნებელი წევრების […]

მენიუ

ბოლო სიახლეები

  • Thumb
    სათამაშო ბიზნესის ასოციაცია გილოცავთ ახალ 2021 წელს!
    01/01/2021
  • Thumb
    ვროპის სათამაშო ბიზნესის შემოსავლები 2020 წელს 23% -ით შემცირდა თუმცა ონლაინ სათამაშო ბიზნესი ინარჩუნებს ზრდის ტემპს.
    22/12/2020

© Copyright 2019. ყველა უფლება დაცულია

დამზადებულია Designguide-ში